სისხლის სამართალი

სისხლის სამართლის საქმეებში დროული და კვალიფიციური დაცვა გადამწყვეტია. ჩვენი გუნდი გვერდით გიდგებათ გამოძიების ეტაპიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე. ჩვენი გუნდი აერთიანებს ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რაც გვაძლევს უპირატესობას საქმის სტრატეგიულ წარმართვაში.

  • სრული იურიდიული მხარდაჭერა — კონსულტაცია, საქმის მასალების გაცნობა, სამართლებრივი ანალიზი და დაცვის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება
  • დაცვა გამოძიების ეტაპზე — ინტერესების წარმოდგენა დაკავების, ჩხრეკის, დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს
  • წარმომადგენლობა სასამართლოში — ბრალდებულის დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში
  • საპროცესო შეთანხმება — სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას
  • მოწმისა და დაზარალებულის დაცვა — მათი უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენა სისხლის სამართლის პროცესში
  • გადაწყვეტილებების გასაჩივრება — გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოებში
  • ვიზიტი დაკავებულთან — შეხვედრა პატიმართან/დაკავებულთან პენიტენციურ დაწესებულებებში
საქმიანობის სფეროებში დაბრუნება