გადახდისუუნარობა (რეაბილიტაცია/გაკოტრება)

ფინანსური სირთულეები ბიზნესის დასასრული არ უნდა იყოს. ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პროცესებში.

იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას კომპანიების გადახდისუუნარობის პროცესში, მათ შორის:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და რეაბილიტაციის პროცესის მიზანშეწონილობის შეფასება
  • სასამართლოში რეაბილიტაციის განაცხადისა და პირველადი რეაბილიტაციის გეგმის მომზადება და წარდგენა
  • მოლაპარაკებები გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან
  • მოლაპარაკებები კრედიტორებთან
  • მოვალის წარმომადგენლობა კრედიტორთა კრებებზე
  • რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება და სამართლებრივი მხარდაჭერა შეთანხმების ეტაპზე
  • გადახდისუუნარობის პროცესთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში წარმომადგენლობა

ჩვენი მიზანია — თქვენი ბიზნესის გადარჩენა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა.

საქმიანობის სფეროებში დაბრუნება