იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მხარდაჭერას სადაზღვევო ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე, მათ შორის:
- დაზღვევის ხელშეკრულებების/პირობების სამართლებრივი ანალიზი და რისკების შეფასება
- კლიენტის წარმომადგენლობა სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებებში, დაზღვეულის ინტერესების დასაცავად
- სადაზღვევო კომპანიის მიერ საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო ზედმეტად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- ხელშეკრულებაში ბუნდოვანი და ორაზროვანი პირობების იდენტიფიცირება, რომლებიც მიმართულია დამზღვევის ინტერესების საზიანოდ
- სადაზღვევო შემთხვევაზე, მათ შორის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის გასაჩივრება და სასამართლოში წარმომადგენლობა