შრომითი ურთიერთობები მოითხოვს ბალანსს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებს შორის. ჩვენ ვეხმარებით ორივე მხარეს, სამართლიანი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილებების მიღწევაში.
იურიდიული კომპანია „მესხიშვილი და პარტნიორები" გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას შრომით სამართალთან დაკავშირებულ საკითხებში.
ორგანიზაციის შრომითი მოწყობის სტრატეგიული დაგეგმვა
კომპანიის შრომითი წესდების, დისციპლინარული დებულებისა და სხვა შრომითი პოლიტიკების შემუშავება
შრომითი პოლიტიკის მორგება ორგანიზაციის სპეციფიკაზე
შრომითი ხელშეკრულებების შედგენა და ანალიზი
სრული სამართლებრივი და სტრატეგიული კონსულტაცია შრომით საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად
შრომითი ურთიერთობების იურიდიული ანალიზი რისკების მინიმიზაციისთვის
დასაქმების პროცესში შექმნილი ნამუშევრების უფლებრივი სტატუსის განსაზღვრა (Work Made for Hire)
რეორგანიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა — გადაწყვეტილებების კანონიერება და დოკუმენტაციის მომზადება
შრომითი დავების მართვა და მოლაპარაკებების წარმოება მეორე მხარესთან კლიენტის სახელით
დასაქმებულის სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტისას
სამართლებრივი მხარდაჭერა შრომის ინსპექციასთან ურთიერთობაში
ასევე ვიცავთ დასაქმებულთა უფლებებს — თუ დამსაქმებელი გიზღუდავთ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებაში, გაწევთ არათანაბარ პირობებში მუშაობას ან სხვაგვარად არღვევს თქვენს შრომით უფლებებს, „მესხიშვილი და პარტნიორები" დაგიცავთ თქვენს ინტერესებს და დაგეხმარებათ დარღვეული უფლებების აღდგენაში.